ფეხბურთის ისტორიაში პირველად უნიკალური შემთხვევა დაფიქსირდა. „დიდი ხუთეულის“ ქვეყნების ჩემპიონატების შარშანდელმა გამარჯვებულებმა ტიტულები შეინარჩუნეს.
საფრანგეთში ვადაზე ადრე გახდა ჩემპიონი „პარი სენ-ჟერმენი“, შემდეგ „იუვენტუსმაც“ და “ბარსელონამაც” ნაადრევად გაინაღდეს იტალიასა და ესპანეთში გამარჯვებები. „მანჩესტერ სიტი“ ბოლო ტურში გახდა ინგლისის ჩემპიონი და ბოლოს, ასევე ბოლო ტურში გაიფორმა გერმანიის ჩემპიონობა „ბაიერნმა“.