პირველად 24 წლის შემდეგ - რუსეთისა და საქართველოს გუნდები ევროსარბიელზე ერთმანეთის წინააღმდეგ მეორედ ითამაშებენ (ვიდეო)

ევროპალიგის მეორე ტურში თბილისის „ლოკომოტივის“ მეტოქე მოსკოვის „დინამო“ იქნება – გუნდები 17 სექტემბერს საქართველოში, „მიხეილ მესხი 2-ზე“ ითამაშებენ.

რუსეთისა და საქართველოს გუნდებისათვის ეს მატჩი პირველი იქნება ბოლო 24 წლის განმავლობაში და მხოლოდ მეორე – ევროპული შეჯიბრების ისტორიაში..

პირველი მატჩი კი ქართული გუნდის სასარგებლოდ დასრულდა. 1996 უეფას თასის 1/32-ფინალში თბილისის „დინამო“ მოსკოვის „ტორპედოს” შეხვდა. დავით ყიფიანის ხელმძღვანელობით თბილისელებმა სტუმრად 1:0 მოიგეს (გოჩა ჯამარაული, 35-ე წუთი), თბილისში კი მატჩი 1:1 დასრულდა (ჯამარაული, 49-ე წუთი). მომდევნო ეტაპზე ქართული გუნდი გავიდა.