პირველად 1934 წლის შემდეგ - „ბარსელონამ“ „რეალს“ ურთიერთშეხვედრებში გაუსწრო
„ბარსელონამ“ ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში სტუმრად 1:0 დაამარცხა „რეალი“.
ეს იყო 242-ე ოფიციალური მატჩი ამ გუნდებს შორის და პირველად ბოლო 85 წლის განმავლობაში, „ბარსამ“ გაუსწრო მადრიდელებს „კლასიკოში“ მოგებების რაოდენობით – 96:95-ის წინააღმდეგ. კიდევ 51 მატჩი ფრედ დასრულდა. ბურთების მხრივ, მცირე სხვაობა „რეალის“ მხარესაა – 402:396.
სხვა ფაქტები –
– 2005 წლიდან მოყოლებული, რაც ლიონელ მესი „ბარსელონას“ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა, კატალონიურმა კლუბმა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 22-დან 12 მატჩი მოიგო, რაც 55 პროცენტს შეადგენს. მესის გამოჩენამდე (1948-2004), „ბარსას“ 75 მადრიდული მატჩიდან მხოლოდ 14 მოგება ჰქონდა (19 პროცენტი).
– „ბარსელონა“ პირველი გუნდია ისტორიაში, რომელმაც სამ დღეში ორჯერ მოუგო „რეალს“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“.