„იუვენტუსის“ ახალდანიშნულ მთავარ მწვრთნელს, ანდრეა პირლოს გუნდში „ბრეშას“ ფეხბურთელის, სანდრო ტონალის გადმოყვანა სურს, – იუწყება Tuttosport.
20 წლის სანდრო ტონალის სატრანსფერო ღირებულებად 40 მილიონი ევრო სახელდება.
2019/20 წლების სეზონში სანდრო ტონალიმ „ბრეშას შემადგენლობაში“ 35 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი ბურთი და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ სანდრო ტონალის შეძენა რამდენიმე კლუბს სურს, მათ შორის კიდევ ერთ იტალიურ გრანდს – „ინტერს“.