ტურინული გრანდის ახალდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ „იუვენტუსის“ სამწვრთნელო შტაბში ალესანდრო ნესტა მიიწვია, – იუწყება Corriere dello Sport.
პირლოს სურს, რომ ალესანდრო ნესტა, რომლთან ერთადაც იტალიის ნაკრებსა და „მილანში“ უთამაშია, მისი თანაშემწე გახდეს.
ამჟამად, ალესანდრო ნესტა „ფროსინონეს“ მთავარია მწვრთნელია. გასული სეზონი ნესტას შეგირდებმა სერია ბ-ს სატურნირო ცხრილში მერვე ადგილი დაიკავეს.