პირლო კვარაცხელიას ტრანსფერის ინიციატორი იყო, მას „იუვენტუსიდან“ უშვებენ #1TVSPORT
პირლო კვარაცხელიას ტრანსფერის ინიციატორი იყო, მას „იუვენტუსიდან“ უშვებენ #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიათი დაინტერესებული კლუბებიდან ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იტალიური გრანდი ტურინის „იუვენტუსი“ გახლავთ, სადაც შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი მოხსნან.

ცნობილი გახდა, რომ „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ანდრეა პირლო სერია A-ს დასრულებამდე 3 ტურით ადრე არ გაათავისუფლოს – ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი და ახალბედა მწვრთნელი გუნდს სეზონი ბოლომდე გაწვრთნის.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ტურინული კლუბის თავკაცებს მისი გაშვება გადაწყვეტილი აქვთ და მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, ახლავე დაატოვებინონ მას პოსტი, თუ სეზონის დასრულების შემდეგ. მიზეზი გუნდის ამბიციებისთვის მიუღებელი შედეგებია – 69 ქულით სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზეა. იტალიური მედიის მტკიცებით, არააა გამორიცხული, 36-ე ტურში, 12 მაისს, გუნდს „სასუოლოსთან“ პირლოს ასისტენტმა იგორ ტუდორმა უხელმძღვანელოს.

ეს პირდაპირი დარტყმა იქნება ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე თუ არანაირ გავლენას არ მოახდენს, სეზონის დასრულების შემდეგ შევიტყობთ. საქართველოს პირველი არხის ცნობით, სწორედ პირლო იყო ხვიჩას ტრანსფერის ინიციატორი. ის დაინტერესდა კვარაცხელიათი, ნახა მისი თამაშები და „იუვენტუსის“ ხელმძღვანელებს მის აყვანას დაჟინებით სთხოვდა.