პირლო - იუვენტუსში საჯარიმოების დამრტყმელის პრობლემა არაა
პირლო - იუვენტუსში საჯარიმოების დამრტყმელის პრობლემა არაა

ანდრეა პირლო მიიჩნევს, რომ „იუვენტუსში“ საჯარიმო დარტყმების შემსრულებლების პრობლემა არაა. იტალიელის აზრით, რონალდოს ტრანსფერამდეც ასე იყო, მაგრამ პორტუგალიელის მოსვლის შემდეგ, ალეგრის გუნდმა კონკურენტებს, თამაშის ამ კომპონენტშიც აჯობა.

„ყველაზე სახიფათო გუნდი სერია A-ში საჯარიმო დარტყმების შემსრულებლების მხრივ? – რა თქმა უნდა, „იუვენტუსი“. ამ კუთხითაც „იუვე“ მეტოქეებთან შედარებით ძლიერია. ალეგრის უკვე ჰყავდა ორი შესანიშნავი შემსრულებელი პიანიჩი და დიბალა. ახლა მათ დაემატა კრიშტიანო რონალდოც. სწორედ პორტუგალიელი გახდა პირველი შემსრულებელი, რაც არც იყო გასაკვირი. გარდა ამისა, ფედერიკო ბერნარდესკიფიორენტინაში“ ხშირად ასრულებდა საჯარიმო დარტყმებს და რამდენჯერმე გაიტანა კიდეც“ – განაცხადა პირლომ.