ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის ანდრეა პირლოს ბედი გადაწყვეტილია, – ამტკიცებს Sport Mediaset.
იტალიელი სპეციალისტი დატოვებს პოსტს იმ შემთხვევაშიც, თუ გუნდი ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვდება. წყაროს ცნობით, „იუვენტუსის“ მწვრთნელი მომავალი სეზონიდან ისევ მასიმილიანო ალეგრი იქნება, რომელმაც ადრე ტურინელ კლუბს ხუთჯერ მოაგებინა ჩემპიონობა.
რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ პირლო, შესაძლოა, „უდინეზესთან“ უახლოეს მატჩში (2 მაისი) წაგების შემდეგ გაანთავისუფლონ. ამ შემთხვევაში, სეზონის ბოლომდე გუნდს უხელმძღვანელებს პირლოს ასისტენტი იგორ ტუდორი.