„იუვენტუსის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო სატრანსფერო პრიორიტეტებზე ჩამოყალიბდა. როგორც ტვიტერის საკუთარ გვერდზე იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლა შირა იტობინება, იტალიელი სპეციალისტი სემი ხედირაზე, გონსალო იგუაინსა და დუგლას კოშტაზე დაყრდნობას არ აპირებს. წყაროს ინფორმაციით, პირლოს მიზანია, თავდამსხმელისა და ნახევარმცველის შეძენა. ასევე ნათქვამია, რომ კლუბის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პაულო დიბალასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაა.
არგენტინელი ფირვარდი წლიურად 15 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო ტურინელები მას მხოლოდ 10 მილიონსა და ბონუსებს სთავაზობენ. შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლომ „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მაურიციო სარი შეცვალა.