ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ანდრეა პირლო სამწვრთნელო კარიერას იტალიის ნაკრებიდან დაიწყებს – ის ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის რობერტო მანჩინის ასისტენტი იქნება.
როგორც Ansa იტყობინება, პირლომ გამართა მოლაპარაკებები იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან და კონტრაქტის გაფორმებამდე მხოლოდ ფორმალობებია დარჩენილი.
ანდრეა პირლომ კარიერა გასულ სეზონში დაასრულა. მისი ბოლო კლუბი “ნიუ იორკ სიტი” იყო. ცოტა ხნის წინ, მან მილანში გამოსათხოვარი მატჩიც ჩაატარა.