სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში პარაოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნა მიმდინარეობს. ზათრის ამ ტურნირში, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტსმენები მონაწილეობენ, შეჯიბრებები სპორტის ექვს სახეობაში გაიმართება. ესენია: სამთო-სათხილამურო სპორტი, ბიატლონი, სათხილამურო რბოლა, ჰოკეი, სნოუბორდი და ქერლინგი.
იმ ორმოცდაათ ქვეყანას შორის, რომლებიც ოლიმპიადაში მონაწილეობენ, საქართველოც ფიგურირებს. პიონჩანგში ჩვენი ორი სპორტსმენი იმყოფება: მოთხილამურეები ნინო საბაშვილი და თემურ დადიანი.
პარაოლიმპიური თამაშები 18 მარტს დაიხურება.