პიონჩანგის ოლიმპიადაზე პირველი დადებითი დოპინგ-სინჯი აიღეს. როგორც გაზეთი USA Today წერს, იაპონელი შორტტრეკისტის კეი საიტოს ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი აღმოაჩინეს, რომლის სახელწოდება ჟურნალისტებისთვის უცნობი დარჩა.
ასევე აღნიშნავენ, რომ საიტო პირველი იაპონელი სპორტსმენია ისტორიაში, ვინც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დოპინგზე ჩავარდა.
სპორტსმენი ოლიმპიადიდან გამოიწვიეს, ხოლო იაპონიის ეროვნული ოლიმპიური 13 თებერვალს აპირებს პრესკონფერენციის მოწვევას და ამის შესახებ ოფიციალურად გამოცხადებას.
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)
ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე