პიონჩანგის რუსი პრიზიორის წინააღმდეგ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ დოპინგის პროცედურები დაიწყო
პიონჩანგის რუსი პრიზიორის, ალექსანდრ კრუშელნიცკის წინააღმდეგ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ დოპინგის პროცედურები დაიწყო. სასამართლო მოსმენის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.
რუს სპორტსმენს, რომელიც ქერლინგში ასპარეზობდა, სავარუდოდ, მელდონიუმის მოხმარება დაუდგინდება. აღნიშნული პრეპარატი სავარჯიშო შესაძლებლობებს აუმჯობესებს და მისი მოხმარება აკრძალულია.
პიონჩანგის თამაშებზე, კრუშელნიცკიმ ანასტასია ბრიზგალოვასთან წყვილში ბრინჯაო მოიპოვა ქერლინგის მიქსტში. რუსი სპორტსმენი კომენტარს არ აკეთებს.
„როიტერსის“ ინფორმაციით, დოპინგის საქმეზე საგანგებო სხდომას რუსეთის „კარლინგის“ ფედერაციაც მართავს.