სამხრეთ კორეის მეტეოროლოგიური ცენტრის ინფორმაციით, რიხტერის შკალით 4.6-ბალიანი მიწისძვრა მოხდა ქალაქ პიოჰანში, რომელიც დაახლოებით 150 კილომეტრშია პიონჩანგის ოლიმპიური სოფლიდან.
ოლიმპიური თამაშების მონაწილეებსა და ჟურნალისტებს სთხოვეს, მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ.
სამხრეთ კორეის მოსახლეობა შეშფოთებულია მომხდარით, თუმცა, ამ მომენტისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. პრესაში მხოლოდ მომხდარის ფოტოები გავრცელდა.
ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი აცხადებს, რომ სტარტების გადადების საფუძველი არ არსებობს.
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)
ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე