კატალონიური კლუბის „ბარსელონას“ მცველმა დაასახელა გუნდი, სადაც სურს კარიერა დაასრულოს. ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, რომ ეს გუნდი სწორედ „ბარსელონაა“.
„მე მინდა კარიერა „ბარსლონას“ მაისურით დავასრულო. ეს იდეალურ შემთხვევაში 2022 წელს მოხდება, მაგრამ თუ სათადარიგოთა სკამზე დამსვამენ ფეხბურთიდან გაცილებით ადრე წავალ“, – ციტირებს პიკეს სიტყვებს – Mundo Deportivo.
პიკე ახლა 32 წლის არის და „ბარსელონას“ რიგებში 2008 წლიდან ირიცხება.
ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პიკემ 11 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.