პიკემ და ვიდალმა პოკერში ნახევარი მილიონი მოიგეს
პიკემ და ვიდალმა პოკერში ნახევარი მილიონი მოიგეს

„ბარსელონას“ ფეხბურთელებმა ჟერარ პიკემ და არტურო ვიდალმა დიდი თანხა მოიგეს პოკერში, – იტყობინება გაზეთი „მარკა“.

მოთამაშეებმა მონაწილეობა მიიღეს ჰაიროლერების ერთდღიან ტურნირში, რომელიც ბარსელონის ერთ-ერთ კაზინოში გაიმართა. პიკემ მეორე ადგილი დაიკავა და 352 950 ევრო მიიღო. ვიდალიც საპრიზო ზონაში აღმოჩნდა და მისმა მოგებამ 134 460 ევრო შეადგინა. საერთო ჯამში, ორივე ფეხბურთელმა კაზინოდან 487 410 ევრო წაიღეს.