ბარსელონას მცველი ჟერარდ პიკე აცხადებს, რომ ზედიზედ ექვსჯერ სამეფო თასის ფინალში გასვლა უნიკალური შედეგია, რომელსაც ვერავინ ვერასოდეს გაიმეორებს.
ოთხშაბათს, 27 თებერვალს, სანტიაგო ბერნაბეუზე გამართულ მეორე ნახევარფინალურ მატჩში, სტუმრებმა 3-0 გაიმარჯვეს და ტიტულის მოსაგებად ერთი ნაბიჯი დარჩათ გადასადგმელი. მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე მასპინძლები უკეთ გამოიყურებოდნენ, 50-ე წუთზე ლუის სუარესმა ანგარიში სტუმრებისთვის გახსნა, ვარანის ავტოგოლმა კი მადრიდელთა სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა.
მატჩის მიწურულს ისევ სუარესმა გაიბრწყინა და პანენკას სტილში შესრულებული პენალტით მასპიძლები საბოლოოდ გატეხა.
„ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო მატჩი, მაგრამ მაინც 3-0 მოვიგეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცას სწორად ვაკეთებთ“, – განაცხადა პიკემ თამაშის დასრულების შემდეგ, – „არა მგონია, ეს ვინმე გაიმეოროს და სამეფო თასის ფინალში ექვსჯერ ზედიზედ გავიდეს“.
შეგახსენებთ, რომ რეალ მადრიდი და ბარსელონა ამ კვირაში კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს და ისევ სანტიაგო ბერნაბეუზე.
ამჯერად ეს ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩი იქნება.