ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი ახლოს არის „ბარსელონაში“ გადასვლასთან.
როგორც ესპანური გამოცემა „სპორტი“ წერს, ბოსნიელმა კატალონურ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი შეათანხმა.
30 წლის ფეხბურთელის ღირებულება 50 მილიონ ევროს უტოლდება. „ბარსელონას“ სურს ფასის დაკლება და ამისთვის „იუვენტუსს“ ივან რაკიტიჩს სთავაზობს.
მიმდინარე სეზონში პიანიჩმა „სერია ა“-ში 22 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი პასი შეასრულა. ის ტურინულ კლუბში 2016 წლიდან თამაშობს.