ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა, შესაძლოა, კარიერა „ბარსელონაში“ გააგრძელოს.
წყაროს ცნობით, ბოსნიელმა გადასვლაზე თანხმობა განაცხადა და კატალონიურ კლუბთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია. ამ მომენტისთვის, ძირითადი საკითხი ფეხბურთელის გადასვლის ფორმატში მდგომარეობს.
იტყობინებიან, რომ გაცვლა – გარიგების ყველაზე სავარაუდო ვარიანტია, რადგან „ბარსელონა“ მზად არის დათმოს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ივან რაკიტიჩი, არტურო ვიდალი და ნელსონ სემედუ.