იუვენტუსის ბოსნიელმა ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ზაფხულში შემოთავაზებები ნამდვილად იყო, თუმცა იუვენტუსიდან წასვლის საბაბი არ მქონდა. არ ვიცი, არის თუ არა ბებერი ქალბატონი ჩემი უკანასკნელი გუნდი, რადგან ფეხბურთში უამრავი ნიუანსია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამჟამად ტურინიდან წასვლაზე არ ვფიქრობ და გუნდთან ერთად წარმატების მიღწევა მსურს. პირლოს ხშირად მადარებენ, თუმცა ეს უხერხულია. ის ბევრად მაღალ დონეზე დგას და ერთადერთი რამ, რითიც მას ვგავარ, პოზიციის ცვლილებაა კარიერის განმავლობაში“, – განაცხადა პიანიჩმა.