„იუვენტუსის“ ბოსნიელი ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი ბარსელონაში გასამგზავრებლად ემზადება, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს. ამ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, პიანიჩის „ბარსელონაში“ გადასვლა უკვე დროის საკითხია და საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული. თავის მხრივ, შეთანხმების თანახმად, „ტურინში“ ბარსელონიდან ჩავა არტურ რამოსი და მასში „იუვენტუსი“ დამატებით 10 მილიონ ევროს გადაიხდის.
მიმდინარე სეზონში არტურმა 20 მატჩში სამი გოლი გაიტანა, პიანიჩმა კი ამდენჯერვე მეტოქის კარის აღება 23 მატჩში მოახერხა.