ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა „ბარსელონაში“ გადასვლის თაობაზე კომენტარი გააკეთა.
„მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დიდი მიღწევაა. ჩემი ოცნება სრულდება, მე ვამაყობ არა მარტო ჩემი, არამედ ჩემი მშობლების და მთლიანად ბოსნიის გამოც. არასდროს დავივიწყებ, თუ საიდან ვარ წარმოშობით“, – ციტირებს პიანიჩს ესპანური გამოცემა „სპორტი“.
ბოსნიელი ნახევარმცველი კატალონიელებს 2019/2020 წლების სეზონის შემდეგ შეუერთდება. პიანიჩმა მიმდინარე წელს „იუვენტუსის“ რიგებში 37 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და ხუთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.