10-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ლევან მჭედლიძე მოედანზე დაბრუნდა და პირველად ივარჯიშა. ინფორმაცია ინტერნეტ-გამოცემა PianetaEmpoli -მა გაავრცელა.
”ემპოლიმ” მორიგი მატჩისთვის მზადება დაიწყო. აქ ის ამბავი მოხდა, რაც ყველზე მეტად გვსურს რომ გაცნობოთ – ლევან მჭედლიძემ საერთო ჯგუფში ივარჯიშა და მალე უფრო და უფრო მეტი ინტენსივობით დაიტვირთება” – წერს PianetaEmpoli და ქართველის ვარჯიშის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური “ემპოლის” თავდამსხმელი 2017 წლის 23 აპრილს ”მილანთან” შეხვერის დროს დშავდა. მჭედლიძემ სერია ა-ს 33-ე ტურში “როსონიერის” გოლი გაიტანა, მაგრა მეორე ტაიმში დაშავდა და მუხლის უმძიმესი ტრავმა დაუდგინდა.