„პეტრო არენაზე“ B ლიცენზიის კურსი დაიწყო - მაძიებელთა შორის ქალთა ნაკრების ვიცეკაპიტანია #1TVSPORT
„პეტრო არენაზე“ B ლიცენზიის კურსი დაიწყო - მაძიებელთა შორის ქალთა ნაკრების ვიცეკაპიტანია #1TVSPORT

„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უეფა-ს მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის მორიგი კურსი პირველი მოდულით გაიხსნა, რომლის ორგანიზატორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტია.

ამ ეტაპზე უეფა-ს მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსზე ლიცენზიის 20 მაძიებელი ირიცხება. საინტერესოა, რომ მათ შორის საქართველოს ქალთა ნაკრების ვიცეკაპიტანი და მატჩების რაოდენობით რეკორდსმენი ნინო პასიკაშვილია (85 მატჩი). კურსი უეფა-ს მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაშია და სასწავლო პროცესი 10 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

პირველი მოდული სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ლიცენზიის მაძიებელმა მწვრთნელებმა ტუტორებისა და ინსტრუქტორების დახმარებით ინფორმაცია შემდეგ საფეხბურთო თემებზე მიიღეს: დაცვა-შეტევის პრინციპები, სწავლების მეთოდები, სავარჯიშო მეთოდოლოგია, ორთაბრძოლები, დაგეგმარება, თამაშის ფაზები და კოორდინაცია-სტაბილიზაცია. კურსის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მწვრთნელებს საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.