პეტრიაშვილმა პირველი შეხვედრა მოიგო, კენჭაძე ჩამიზოსთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ორი წევრი – გენო პეტრიაშვილი (125კგ) და ავთანდილ კენჭაძე (74კგ) ასპარეზობდნენ. გენო პეტრიაშვილი მერვედფინალში ეგვიპტელ ქამალ აბდელმოტალებს დაუპირისპირდა და მეტოქე მარტივად ანგარიშით 11:0 დაამარცხა. ქართველი ფალავანი მეოთხედფინალში ჩინელ ჟივეი დენგს შეხვდება. გენოს მთავარი კონკურენტი თურქი ტაჰა აკგული კი ბადის სხვა მხარესაა და ამ წონის ორივე ფავორიტის კარგად გამოსვლის შემთხვევაში შესაძლოა ფინალში მათი დაპირისპირება ვიხილოთ.
ავთანდილ კენჭაძეს პირველი წრეში ნამდვილად არ გაუმართლა – მისი მეტოქე იტალიის სახელით მოასპარეზე კუბელი, მსოფლიო ჩემპიონი და ოლიმპიური მედალოსანი ფრანკ ჩამიზო გახლდათ. ქართველი ფალავანი დამარცხდა და იტალიელის ფინალში გასვლის შემთხვევაში, კენჭაძეს რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელება შეეძლება.
წინასწარი შეხვედრები 06:30 საათზე დაიწყო,ნახევარფინალები 13:15 საათზე, ფინალური ბლოკი კი ხვალ, 6 აგვისტოს გაიმართება.