პეტრიაშვილისა და ლომთაძის ვერცხლი ევროპის ჩემპიონატზე
პეტრიაშვილისა და ლომთაძის ვერცხლი ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული გუნდის მძიმეწონოსანი ფალავანი გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელია. რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში პეტრიაშვილმა ტრადიციულ მეტოქე თურქ ტაჰა აკგულთან ანგარიშით 0:7 წააგო. მარცხის მიზეზად მუხლის ტრავმა შეიძლება ჩაითვალოს. ფინალურ პაექრობამდე გენომ უნგრელი დანიელ ლიგეტი (7:4), პოლონელი რობერტ ბარანი (10:2) და უკრაინელი ოლეკსანდრ ხოციანოვსკი (3:2) დაამარცხა.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა ბუქარესტის ევროპის ჩემპიონატზე 6 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს. პეტრიაშვილის გარდა, მეორე საპრიზო ადგილზე ბექა ლომთაძე (61 კგ.) გავიდა.

ბრინჯაოს მედლები ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ.), ნიკა კენჭაძემ (79 კგ.), ირაკლი მწითურმა (92 კგ.) და ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ.) დაისაკუთრეს.

გუნდურ ჩათვლაში ქართველმა მოჭიდავეებმა 104 ქულა მოაგროვეს და მე-4 ადგილზე გავიდნენ, საპრიზო სამეულში კი რუსეთის (162 ქულა), თურქეთის (156 ქულა) და აზერბაიჯანის (145 ქულა) ნაკრებები მოხვდნენ.

დატოვე კომენტარი