ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე დღეს ოთხმა ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ დაიწყო ასპარეზობა. მათგან ორი, გენო პეტრიაშვილი (125 კგ) და ირაკლი მწითური (92კგ), ხვალ ფინალურ ბლოკში იასპარეზებენ.
პეტრიაშვილი ფინალში თურქ ტაჰა აკგულს შეხვდება, ხოლო მწითური ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.
კიდევ ერთი მოჭიდავე, ზურაბ იაკობაშვილი (70 კგ), ადრეულ ეტაპზე დამარცხდა, მაგრამ მისი მოწინააღმდეგეები ფინალში გავიდა და იგი ბრინჯაოს მედლის შანსს რეპეშაჟიდან ინარჩუნებს.