38 წლის მეკარემ პეტრ ჩეხმა პირველად მიიღო მონაწილეობა საფეხბურთო მატჩში 2019 წლის მაისის შემდეგ. ჩეხმა მეკარემ „ჩელსის“ სარეზერვო გუნდის ძირითად შემადგენლობაში „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ ითამაშა.
მატჩის დებიუტში ჩეხმა ორი გოლი გაუშვა, რის შემდეგაც, მეორე ტაიმში „ჩელსიმ“ სამი გოლი გაიტანა და შეხვედრა 3:2 მოიგო.
73-ე წუთზე უხეშობისთვის მოედნიდან გააძევეს „ჩელსის“ ნახევარმცველი დენი დრინკუოტერი, რომელიც უკვე წელიწადნახევარია ვერ ხვდება ლონდონელთა პირველ შემადგენლობაში.
შეგახსენებთ, რომ ჩეხმა კარიერა 2019 წელს დაასრულა, მაგრამ ის შეიყვანეს 2020-21 წლების სეზონისთვის „ჩელსის“ საპრემიერლიგო განაცხადში. ლონდონურ კლუბში ჩეხს უკონტრაქტო ფეხბურთელის სტატუსი აქვს.