პეტრ ჩეხი „ჩელსის“ სპორტული დირექტორი ხდება
პეტრ ჩეხი „ჩელსის“ სპორტული დირექტორი ხდება

ლონდონის „არსენალის“ მეკარე პეტრ ჩეხი ამ ზაფხულს „ჩელსის“ სპორტული დირექტორის თანამდებობას დაიკავებს, – ამტკიცებს „სქაი სპორტსი“ (Sky Sports). უფრო ადრე 37 წლის ჩეხმა განაცხადა, რომ ამ სეზონის შემდეგ დაასრულებს ფეხბურთელის კარიერას.

ჩეხი 2005-15 წლებში გამოდიოდა „ჩელსის“ შემადგენლობაში. ამ გუნდში მან ოთხჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, ასევე გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაზე და ევროპის ლიგაზე.