პეტიციამ ტოკიოს თამაშების გაუქმებაზე 500 ათასი ხელმოწერა შეაგროვა #1TVSPORT
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გაუქმებაზე შედგენილმა პეტიციამ ამ მომენტისთვის 500 ათასი ხელმოწერა შეაგროვა. ეს მინაცემები ვებგვერდ Change.org-ზეა გამოქვეყნებული.
პეტიცია, რომლის სახელწოდებაა „გააუქმეთ ტოკიოს ოლიმპიური თამაშები, რათა დაიცვათ ჩვენი სიცოცხლე“, ადვოკატმა და პოლიტიკოსმა კენძი უცუნომიამ გამოაქვეყნა. დოკუმენტის ადრესატები არიან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტი, იაპონიის მთავრობა, ტოკიოს ადმინისტრაცია და თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი.
„იმ გარემოებებში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ცალსახად ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი უსაფრთხოდ ჩატარება შესაძლებელია. სპორტსმენები განსხვავებულ პირობებში იქნებიან ვარჯიშისა და თამაშებისადმი მზადების მხრივ. გარდა ამისა, დაწესებული შეზღუდვები სპორტსმენების ძლიერ სტრესს გამოიწვევს, რის გამოც ისინი ვერ მიაღწევენ საუკეთესო შედეგებს“, – წერია პეტიციის ტექსტში.