PES 2020-ში საქართველოს ჩემპიონატი - ჩემპიონობისთვის საუკეთესო 32 მოთამაშე იბრძოლებს
PES 2020-ში საქართველოს ჩემპიონატი - ჩემპიონობისთვის საუკეთესო 32 მოთამაშე იბრძოლებს

22 დეკემბერს, სასტუმრო ბილტმორის ამფითეატრში პოპულარული თამაშის, PES 2020-ში საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის შეხვედრები გაიმართება.

ტურნირი, რომელიც 14:00 საათზე დაიწყება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციის თანამშრომლობით 24 ნოემბრიდან იმართება.

ჩემპიონატის შესარჩევი ტურები საქართველოს 7 ქალაქში (ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, თბილისი) ჩატარდა. საქართველოს ჩემპიონატში სულ 2352 მოთამაშე მონაწილეობდა.

საბოლოოდ, მათგან საუკეთესო 32 მოთამაშე გამოვლინდა, რომლებიც სასტუმრო ბილტმორში ფინალურ ტურში გამარჯვებისთვის იბრძოლებენ. ტურნირის გამარჯვებული და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რჩეული კი, ჩვენს ქვეყანას EURO 2020-ზე ლონდონში წარმოადგენს.