PES 2020-ში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება - სფფ მემორანდუმს აფორმებს
PES 2020-ში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება - სფფ მემორანდუმს აფორმებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციას შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდება – ინფორმაციას სფფ-ს პრეს-სამსახური ავრცელებს.

​საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მემორანდუმს ხელს გენერალური მდივანი დავით მუჯირი მოაწერს, კომპიუტერული სპორტის ფედერაციიდან კი პრეზიდენტი დავით ჩოგოვაძე.

თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი 5 ნოემბერს, 13:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში მოეწერება. პროექტის მიხედვით, საქართველოს მთელი მასშტაბით PES 2020-ში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება. ტურნირი 21 ნოემბერიდან 21 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს სხვადასხვა ქალაქს მოივლის, ფინალური შეხვედრა კი თბილისში გაიმართება. საქართველოს ჩემპიონატის ორი საუკეთესო მოთამაშე ქვეყანას კიბერევრო 2020-ზე წარადგენს.