პერუში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დააკავეს
პერუში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დააკავეს

პერუში პოლიციამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დააპატიმრა. როგორც გაზეთი AS წერს, ედვინ ოვიედო ეჭვმიტანილია კორუპციასა და მექრთამეობაში.

წინასწარი პატიმრობა 10 დღეზეა გათვლილი, რის შემდეგაც გაიმართება სასამართლო და საბოლოო განაჩენს გამოიტანს.

ოვიედო პერუს დედაქალაქ ლიმაში დააკავეს. ის ფეხბურთის ფედერაციას სამი წელია ხელმძღვანელობს.