პორტუგალიის ნაკრების მცველმა, პეპემ ამ ზაფხულს „პორტუ“ დატოვა, მაგრამ არ აპირებს კარიერის დასრულებას.
41 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს და, გამოცემა Superdeporte-ს ინფორმაციით, ვიგოს „სელტა“ განიხილავს ვეტერანის ლა ლიგაში დაბრუნებას.
სოლიდური ასაკის მიუხედავად, პეპე კვლავაც ახერხებს მაღალ დონეზე თამაშს. ევრო 2024-ზე ის პორტუგალიის ნაკრების ძირითადი მცველი იყო და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად წარმოაჩინა თავი.