„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას დედა კორონავირუსს ემსხვერპლა. 82 წლის დოლორს სალა კარიოს „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი ბარსელონაში რამდენიმე დღის წინ დაუსვეს, დღეს კი მანჩესტერულმა კლუბმა მისი გარდაცვალების სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა.
„მანჩესტერ სიტი მწუხარებით იუწყება, რომ კორონავირუსით ინფიცირების შედეგად, გარდაიცვალა პეპ გვარდიოლას დედა – დოლორს სალა კარიო. ის 82 წლის იყო“, – ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.