„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ კომენტარი გაუკეთა ჭორებს, რომელიც გერმანელი შემტევის ლეროი სანეს სავარაუდო წასვლას უკავშირდება.
ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ არ აპირებს 23 წლის ფეხბურთელის შენარჩუნებაზე ზრუნვას, თუ მას „სიტიდან“ წასვლა აქვს გადაწყვეტილი.
„მანჩესტერ სიტი“ სთავაზობდა სანეს ხელშეკრულების გაგრძელებას გასულ სეზონში. ყველას გვინდა, რომ ჩვენი გუნდის ფეხბურთელები აქ ყოფნით ბედნიერად გრძნობდნენ თავს.
ძალიან გვინდა დავეხმაროთ ლეროის თავისი დაუჯერებელი ნიჭის რეალიზებაში. ასევე გვინდა, ის გუნდში დარჩეს. მაგრამ არა ერთხელ მითქვამს, რომ ფეხბურთელები გუნდში ბედნიერები უნდა იყვნენ. თუ არა – მაშინ წავიდნენ კლუბიდან“, – განაცხადა გვარდიოლამ გაზეთ „დეილ მეილთან“ (Daily Mail) კომენტარში.
გასულ სეზონში სანემ „სიტის“ შემადგენლობაში 43 მატჩი ჩაატარა და 15 გოლითა და 12 შედეგიანი პასით დაეხმარა თავის გუნდს.
ამ ზაფხულს, სანეს მიმართ ძლიერ ინტერესს იჩენდა „ბაიერნი“, მაგრამ, მოგვიანებით, უარი თქვა თავის განზრახვაზე „სიტის“ მხრიდან დიდი ფინანსური მოთხოვნის გამო.