პეპ გვარდიოლა - თუ მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ვინმე თავს დაზოგავს, თამაშებს ჩამოშორდება #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ილაპარაკა მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე.
ესპანელმა განაცხადა, რომ ესმის თავისი ფეხბურთელების სურვილი ითამაშონ მსოფლიო პირველობაზე, მაგრამ თუ ვიღაც გადაწყვეტს საკუთარი თავის დაზოგვას, კლუბში აღარ ითამაშებს.
„თუ მე შევიტყობ, რომ რომელიმე ჩემი ფეხბურთელი ახლა მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიქრობს და ბოლომდე არ იხარჯება მოედანზე, ის არ ითამაშებს. ამისთვის კარგი ყნოსვა მაქვს.
ეს მოთამაშეები, უბრალოდ, არ მიიღებენ მონაწილეობას თამაშებში. ეს იმიტომ, რომ თუ ისინი არ ფიქრობენ თამაშზე, დიდი რისკია ტრავმა მიიღონ. როცა ფოკუსირებული ხარ თამაშზე, არასოდეს იღებ ტრავმას. თუ გონებაში სხვა ფიქრები გაქვს, ეს აუცილებლად მოხდება.
დიახ, მე ვიცი მოთამაშეების სიფრთხილის შესახებ, მაგრამ ჩემთვის, როგორც საკლუბო მწვრთნელისთვის, „ბრაიტონი“ არანაკლებ მნიშვნელოვანია. მოთამაშეებსაც უნდა ესმოდეთ ეს. შევახსენებ მათ, რომ შეიძლება საერთოდ არ გამოიძახონ ნაკრებებში, ამასობაში კი, კლუბის შედეგები დააზარალონ.
ამიტომაც, ისინი კონცენტრირებულნი უნდა იყვნენ ყოველი ახალი თამაშისთვის. თუ ითამაშებენ კარგად საკლუბო დონეზე – იქნებიან ყატარში. წინააღმდეგ შემთხვევაში – ვიღაც სხვა გაემგზავრება ჩემპიონატზე მათ ნაცვლად“, – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.