პეპ გვარდიოლა - მიყვარს „ბარსელონა“, მაგრამ გამოვრიცხავ იქ დაბრუნებას
პეპ გვარდიოლა - მიყვარს „ბარსელონა“, მაგრამ გამოვრიცხავ იქ დაბრუნებას

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ არ სურს მწვრთნელად „ბარსელონაში“ დაბრუნება. გარდა ამისა, მან შეაფასა კატალონიელთა ამჟამინდელი თავკაცის, ერნესტო ვალვერდეს მუშაობა.

„მე და ვალვერდე ძველი მეგობრები ვართ, თუმცა ამის გარეშეც შემიძლია გითხრათ, რომ ის ძალიან ხარისხიანი სპეციალისტია. ყოველ წელს უზარმაზარ სამუშაოს ასრულებს. წელს „ბარსელონას“ არ გაუმართლა და ისევ დარჩა ჩემპიონთა თასის გარეშე. აღვნიშნავ, რომ „მაჩესტერ სიტიც“ ვერ გახდა ამ ტურნირის გამარჯვებული.

მე მიყვარს „ბარსელონა“, მაგრამ გამოვრიცხავ იქ დაბრუნებას. ეს განვლილი ეტაპია“, – განაცხადა გვარდიოლამ „კატალუნია რადიოს“ (Catalunya Radio) ეთერში.

ეს სპეციალისტი 2008-2012 წლებში ედგა სათავეში „ბარსელონას“ და ამ დროის განმავლობაში, სამჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი.