პეპ გვარდიოლა- ჩემი შემდეგი ნაბიჯი ნაკრები იქნება #1TVSPORT
პეპ გვარდიოლა- ჩემი შემდეგი ნაბიჯი ნაკრები იქნება #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გამოაცხადა, რომ არ აპირებს ინგლისური კლუბიდან 2023 წლამდე წასვლას, როცა მისი კონტრაქტის ვადა ამოიწურება. ამის შემდეგ კი ესპანელი მზად იქნება სანაკრებო დონეზე სცადოს ძალები.

„დიახ, შემდეგი ნაბიჯი იქნება ნაკრები, თუ ასეთი შესაძლებლობა მომეცემა.

„სიტიში“ გატარებული შვიდი წლის შემდეგ, დასვენება დამჭირდება. უნდა გავჩერდე და უკან მოვიხედო, რაღაც ახალი ვისწავლო სხვა მწვრთნელებისგან და, შესაძლოა, სათავეში ჩავუდგე ნაკრებს.

მინდა ვიმუშაო ევროზე, კოპა ამერიკაზე ან მსოფლიოს ჩემპიონატზე“, – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა ფორუმზე, რომელიც ფინანსური კომპანია XP Investimentos-ის მიერ იყო ორგანიზებული.