პეპ გვარდიოლა ბარსელონაშია და ლეო მესისთან შესახვედრად ემზადება
პეპ გვარდიოლა ბარსელონაშია და ლეო მესისთან შესახვედრად ემზადება

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ბარსელონაში იმყოფება და Marca-ს ინფორმაციით ლიონელ მესისთან შესახვედრად ემზადება.

როგორც ირკვევა, არგენტინელ ფორვარდს უკვე ბოლომდე აქვს გადაწყვეტილი „ბლაუგრანასთან“ კონტრაქტის გაწყვეტა და ყველაზე ახლოს 33 წლის ფეხბურთელის შეძენასთან ინგლისური კლუბია.

The Telegraph-ის ცნობით ტრანსფერში მონაწილეობას მიიღებს სერხიო აგუეროც, რომელიც შეეცდება მესი დაარწმუნოს, რომ „სიტიში“ გადაბარგდეს. არგენტინელები, დიდი ხანია, მეგობრობენ და მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ, რეგულარულად საუბრობენ ერთმანეთთან.

გამოქვეყნდა ფაქსი, რომელშიც ლიონელ მესი „ბარსელონას“ გაშვებას თხოვს