პელკასი „ჰალ სიტიში“ - შოთა არველაძემ „ფენერბახჩეს“ მოთამაშე დაიმატა #1TVSPORT
მას შემდეგ, რაც „ჰალ სიტიმ“ 3:2 დაამარცხა „ქოვენთრი“, მასპინძელთა მწვრთნელმა შოთა არველაძემ დიმიტრიოს პელკასის ტრანსფერი დაადასტურა.
ქართველმა სპეციალისტმა ტრანსფერზე მატჩის შემდეგ ისაუბრა, რომელშიც „ჰალ სიტიმ“ სეზონში შინ მესამე თამაში მოიგო.
შოთამ გამოაცხადა, რომ 72 საათში გუნდს კიდევ ორი მოთამაშე შეუერთდება და რომ ორი მოთამაშიდან ერთ-ერთი „ფენერბახჩეს“ ბერძენი შემტევი ნახევარმცველი დიმეტრიოს პელკასი იქნება.
„დიახ, ველოდები პელკასს. სხვა ტრანსფერზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ჩვენთვის სასურველი ფეხბურთელი ერთ-ერთია, ვინც იცის, როგორ ითამაშოს ფლანგზე და შეტევაში“, – განაცხადა შოთა არველაძემ.
მეორე მოთამაშე, რომელზეც საუბარი შოთამ არ ისურვა, ხალილ დერვიოღლუა – ნიდერლანდებში გაზრდილი ფეხბურთელი, რომლის ტრანსფერიც ინგლისურ „ბრენტფორდს“ ეკუთვნის, გასულ სეზონი კი „გალათასარაიში“ გაატარა. ამავე დროს, დერვიოღლუ თურქეთის ნაკრების თავადმსხმელია.