ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ აზრი გამოთქვა თავისი ცოტა ხნის წინანდელი გადაწყვეტილების შესახებ – შეეცვალა საკუთარი აქაუნთი „ინსტაგრამის“ სოციალურ ქსელში. ახალ პროფილში მითითებულია, რომ პელე 1283 გოლით ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ გაუსწრო ბრაზილიელს ოფიციალურად დარეგისტრირებული გოლების რაოდენობით – 758 757-ის წინააღმდეგ.
„პრესამ დამადანაშაულა იმაში, რომ ჩემი „ინსტაგრამის“ ბიოგრაფია შევცვალე, რათა დამეჩრდილა ეს დიდი ვარსკვლავები, რომლებიც ჩემს რეკორდებს აუმჯობესებენ. ბიოგრაფია ყოველთვის ერთია მას შემდეგ, რაც მე სოციალურ ქსელს შევუერთდი. არაფერმა არ უნდა შეგვიშალოს ხელი საოცარი მიღწევების დაფიქსირებაში“, – აღნიშნა პელემ.
შეგახსენებთ, რომ დეკემბრის ბოლოს, „ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ 644-ე გოლი გაიტანა კატალონიელთა შემადგენლობაში და გაუსწრო პელეს ერთ გუნდში გოლების რიცხვით.