პელე ისევ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს #1TVSPORT
პელე ისევ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს #1TVSPORT

ლეგენდარული ბრაზილიელი ფორვარდი პელე ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ისევ გადაიყვანეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, – წერს ESPN.

წყაროს ცნობით, 80 წლის ბრაზილიელი ხელმეორედ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსება რეფლუქსური დაავადებითაა  გამოწვეული.

შეგახსენებთ, რომ პელე 30 აგვისტის მოათავსეს სან პაულუს კერძო კლინიკაში გეგმიური გამოკვლევის გასავლელად. 6 სექტემბერს, ბრაზილიელმა ოპერაცია გადაიტანა ერთ-ერთ-ნაწლავში სიმსივნის მოსაშორებლად. რამდენიმე დღის წინ, პელე ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანეს.

პელეს ჯანმრთელობაზე კომენტარი მისმა ქალიშვილმა კელი ნასიმენტუმ გააკეთა და „ინსტაგრამში“ მამასთან ერთად კლინიკაში გადაღებული უახლესი ფოტოც გამოაქვეყნა.

„აღდგენა ნორმის ფარგლებში მიმდინარეობს. მისი ასაკის ადამიანისთვის ნორმალურია, რომ მსგავსი ოპერაციების შემდეგ, ხანდახან გიწევს ორი ნაბიჯის გადადგმა წინ და ერთის – უკან. ის გუშინ გადაიღალა და პატარა ნაბიჯი ჰქონდა უკან, მაგრამ დღეს ორი ნაბიჯი წინ გადადგა“.