პეკინში ზამთრის პარალიმპიური თამაშები უკრაინელი პარალიმპიელების პროტესტით გაიხსნა [ვიდეო] #1TVSPORT
პეკინში 2022 წლის ზამთრის პარალიმპიური თამაშები გაიხსნა. ცერემონიის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე, უკრაინის პარალიმპიურმა გუნდმა მოსაცდელ ზონაში საპროტესტო აქცია მოაწყო რუსული აგრესიის საწინააღმდეგოდ. მათ ხელში ბანერები ეჭირათ და სკანდირებდნენ – „მშვიდობა უკრაინას“.
ამ მოწოდებას სხვა ქვეყნის პარალიმპიელები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
შესაგახსენებთ, რომ საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა არ დაუშვა პეკინის თამაშებზე რუსი და ბელარუსი პარალიმპიელები.