პეკინის ზამთრის ოლიმპიადის დევიზი ცნობილია #1TVSPORT
პეკინის ზამთრის ოლიმპიადის დევიზი ცნობილია #1TVSPORT

2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა მომავალი თამაშების დევიზი წარმოადგინა.

პეკინის საგაისო ოლიმპიადის დევიზია – „ერთად საერთო მომავლისთვის“.

„ერთად საერთო მომავლისთვის“ – ეს პოზიცია, ინიციატივა და მოქმედების გეგმაა, რომლითაც უნდა მივაღწიოთ საერთო მიზანს. ერთობა, მშვიდობა, პროგრესი და მოთმინება – ეს არის ოლიმპიური სულის პროპაგანდა, რომელიც გამოხატავს მთელი მსოფლიოს საერთო სურვილს – იმუშაონ ერთად უკეთესი მომავლისთვის“, – წერია საორგანიზაციო კომიტეტის შეტყობინებაში.

პეკინში ზამთრის ოლიმპიადა 2022 წელს 4-20 თებერვალს გაიმართება.