პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი მოციგურავეები ინდივიდუალური სახეობების ოთხივე კატეგორიაში და გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მაკა გიორგობიანმა ფედერაციის გამგეობის წევრებთან შეჯერებული პოზიციების და რეკომენდაციების გათვალისწინებით ოფიციალურად დაასახელა გუნდის ძირითადი შემადგენლობა.

მამაკაცები – მორის ყვითელაშვილი.

ქალები – ანასტასია გუბანოვა.

სპორტული ცეკვები – მარია კაზაკოვა და გიორგი რევია.

სპორტული წყვილები – კარინა საფინა და ლუკა ბერულავა.

სათადარიგო შემადგენლობა: ალინა ურუშაძე (ქალები), ნიკა ეგაძე (მამაკაცები), ანასტასია მეტელკინა და დანიილ პარკმანი (სპორტული წყვილები).

ზამთრის 2022 წლის ოლიმპიური თამაშები 2 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით პეკინში გაიმართება. ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ასპარეზობა 4 თებერვლიდან დაიწყება.

პირველი არხი ზამთრის ოლიმპიური თამაშების რეპორტაჟებს პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

ფოტოები: Gettyimages.com