პეკინის გამზირზე მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
თბილისში, პეკინის გამზირზე თავდასხმა მოხდა.
მომხდარის შედეგად 17 წლის ახალგაზრდა დაშავდა.
შსს-ში მომხდარს ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.