პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე უცხოელ გულშემატკივრებს არ დაუშვებენ #1TVSPORT
პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე დასწრებას ვერ შეძლებენ უცხოელი გულშემატკივრები. ბილეთები მხოლოდ ჩინეთის მოქალაქეებს შორის გავრცელდება, – იტყობინება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახური.
ამასთან, ბილეთების მფლობელები კორონავირუსისგან თავდაცვის წესებიდან გამომდინარე, გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ. ამ მოთხოვნების ჩამონათვალს მოგვიანებით შეადგენენ და გამოაქვეყნებენ.
სპორტსმენები და თამაშის მონაწილეები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ვაქცინაციის კურსი, პრივილეგიებით ისარგებლებენ. კერძოდ, ისინი დაშვებულნი იქნებიან ოლიმპიურ სოფელში 21-დღიანი სავალდებული კარანტინის გავლის გარეშე.
პეკინში ოლიმპიური თამაშები 2022 წლის 4-20 თებერვალს გაიმართება.