პეკინიდან დაბრუნებული რუსი ოლიმპიელები პუტინთან შეხვედრამდე ორკვირიან კარანტინში ჩაამწყვდიეს #1TVSPORT
პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების პრიზიორები რუსეთის ოლიმპიური გუნდიდან ორკვირიან კარანტინში გადაიყვანეს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან ოფიციალური შეხვედრის წინ. სპორტსმენებს ერთ-ერთ სპორტულ ბაზაზე მოუწევთ იზოლაციაში ყოფნა.
„შეხვედრაზე იქნებიან ასევე მოციგურავეები, მიუხედავად იმისა, რომ მათი სეზონი ჯერ არ დასრულებულა. მათ ბაზაზე შეეძლებათ მზადების გაგრძელება მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელიც 21 მარტს დაიწყება“, – განაცხადეს რუსეთის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში.
რუსმა ოლიმპიელებმა პეკინის თამაშებზე მეცხრე გუნდური ადგილი დაიკავეს ექვსი ოქროთი, 12 ვერცხლითა და 14 ბრინჯაოთი. შეხვედრა პრეზიდენტთან 4 მარტს გაიმართება.