პეკინი 2022 |  სოსო ჯაფარიძე სპეციალურ სლალომში 32-ე ადგილზე გავიდა #1TVSPORT
პეკინი 2022 | სოსო ჯაფარიძე სპეციალურ სლალომში 32-ე ადგილზე გავიდა #1TVSPORT

პეკინში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს შეჯიბრი მამაკაცებს შორის სპეციალურ სლალომში გაიმართა, რომელშიც საქართველოს წარმომადგენელი, სამთო მოთხილამურე სოსო ჯაფარიძე მონაწილეობდა.

ქართველმა სპორტსმენმა ჯამური შედეგით  1:57.89  წამი აჩვენა და 32-ე ადგილი დაიკავა.

სპეციალურ სლალომში კი პეკინის ზამთრის ოლიმპიადის გამარჯვებული ფრანგი ნოელ კლემენი გახდა, რომელმაც ჯამში 1:44.09 წამი დააფიქსირა და პირველობა არავის დაუთმო.

დატოვე კომენტარი